ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

2019 წელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 40 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ. ამბროლაურში დასრულების ფაზაშია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მე-3 რიგის სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 627 774 ლარს შეადგენს.

ამასთან, მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამბროლაურში, დავით აღმაშენებლისა და ხვანჭკარის ქუჩებზე, ასევე სოფელ ხვანჭკარაში ახალი სპორტული ტრენაჟორები მოეწყო. სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს სოფ. ველევსა და სოფ. გორში. დასრულების ფაზაშია ხიდიკრის თემში ე.წ. ,,ქვეშვაკის ხიდის“ რეაბილიტაცია.

აღნიშნული პროექტების გარდა, ხორციელდება გზების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა შორის აღსანიშნავია - ჭრებალო-ნიკორწმინდის, ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევისა და წესი-ურავის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია.

სამუშაოების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფელი კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით ისარგებლებს. გარდა ამისა ხორციელდება ნიკორწმინდის ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია, ქ. ამბროლაურში მდ. კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობა, სადაც დაგეგმილია სარეკრეაციო ზონის გაშენება, ქალაქის ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, აქტიურ ფაზაშია ,,სოფლის დახმარების პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, რომლებიც საერთო კრებებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში 792 000 ლარი დაიხარჯება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს