კარლ ჰარცელი - მივესალმებით შესაძლებლობას, რომ მხარეებმა ერთად განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები

მივესალმებით შესაძლებლობას, რომ მხარეებმა ერთად განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს და სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებთან მოხდეს საკითხის დეტალების განხილვა.

„ევროკავშირის სხვა ელჩებთან ერთად მივესალმებით ამ შესაძლებლობას, რომ მხარეებმა ერთად განიხილონ ეს საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოთხოვნები იყო ბევრი მხრიდან წამოყენებული. ასევე, ეს ძალიან დაეხმარება იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რომელიც გათვალისწინებული იყო ეუთო-ს რეკომენდაციებში და იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით კარგ შედეგებს მივაღწევთ",- განაცხადა ჰარცელმა.

იხილეთ ვიდეო: კარლ ჰარცელი - მივესალმებით შესაძლებლობას, რომ მხარეებმა ერთად განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა