პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ეკა ბესელიასა და  მიხეილ ყაველაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დეპუტატ ეკა ბესელიასა და მიხეილ ყაველაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ბესელიამ 20-21 ივნისის მოვლენების გამო ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა, თუ სად იმყოფებოდნენ მაშინ, როცა პოლიციამ აქცია დაშალა, ახალგაზრდებს თვალები დათხარეს და რატომ არ იყვნენ ამ დროს ქუჩაში.

ბესელიას ამ განცხადებამ შოთა ყაველაშვილი გააღიზიანა.

„სად ვიყავი და ვიყავი აქ. რატომ არ აფიქსირებ, რომ ადგილი ჰქონდა შტურმს და რატომ არ ამბობთ ბოლომდე სიმართლეს. ახალგაზრდებზე აუგი არავის უთქვამს. უნდა დაღვრილიყო სისხლი და პოლიციამ ამისგან გადაგვარჩინა. ეს არის სიმართლე, რაც უნდა თქვა“, - მიმართა შოთა ყაველაშვილმა ეკა ბესელიას.

ბესელიას კრიტიკას ადგილიდიან რეპლიკით უპასუხა ასევე ენძელა მაჭავარიანმა და მას შემდეგი სიტვებით მიმართა: „ნუ გაგივიდა თავს, ყველაფერს აქვს საზღვარი“.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო