ეკა ბესელია - სად იყავით, როცა გეუბნებოდით, კობახიძე გადაწვავს ამ პარლამენტს - თუ მართლა ცეცხლის ალში უნდა გაეხვია აქაურობა

სად იყავით, როცა გეუბნებოდით, ეს კობახიძე გადაწვავს ამ პარლამენტს-მეთქი? თუ მართლა ცეცხლის ალში უნდა გაეხვია აქაურობა, რომ მიხვედრილიყავით რა ხდებოდა, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ყოფილ თანაგუნდელებს მიმართა და 20 ივნისის ღამეს მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.

„ახლა მივმართავ „ქართული ოცნების“ იმ წევრებს, არა ყველას, არამედ მათ, ვისაც მივიჩნევ ჯერ კიდევ იმ ადამიანებად, ვისაც აქვს განცდა, რას ნიშნავს ადამიანის უფლებები და სამართლიანობა, ვისაც უბრძოლია და 7 ნოემბერი, 26 მაისი და 6 მაისიც გაუვლია და ბევრი სხვა რამეც. მათ მოგმართავთ, თქვენ მართლა ვერ ხვდებით რა ხდება ქვეყანაში? თქვენ ვერ აცნობიერებთ, რომ ხალხის პირისპირ აღმოჩნდა დღეს მმართველი პარტია? მე მაინტერესებს, იმ ადამიანებს ვეკითხები, ვინც იდგა ქუჩაში და ვინც ჩემთან ერთად იბრძოდა თავისუფლებისთვის, თქვენ ვერ ხვდებით ახლა, რომ ამ უგუნური ქმედებით, რასაც ჩადიხართ, ამ ვითომ გადაფარებით, რომ მოგყავთ ქვეყანაში ის ძალადობრივი რეჟიმი ისევ? თუ ამას ვერ ხვდებით მეგობრებო, სახლში წადით და იმ ახალგაზრდებს დაუთმეთ გზა, რომლებიც ყოველგვარი პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე დგანან ქუჩაში“, - განაცხადა ბესელიამ.

მან „ქართული ოცნების“ წევრს, მიხეილ ყაველაშვილსაც მიმართა და ჰკითხა, თუ სად იყო იმ ღამეს, როცა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სასტიკად უსწორდებოდნენ.

„მე მაინტერესებს, იმ ღამეს სად იყავით? სად იყავით იმ ღამეს, სადაც პოლიციელები იგერიებდნენ რამდენიმე საათი თავდასხმას და მადლობა მინდა ვითხრა ყველა იმ პოლიციელს... ოთახებში კი არ უნდა ყოფილიყავით, იქ მდგარიყავით, მაკოს და იმ 21 წლის გოგოს თვალებს რომ თხრიდნენ, როცა აღარ იყო არც პარლამენტში შემოვარდნის საფრთხე და აღარ იყო იმის საფრთხე, რომ აქ ვიღაც რევანშით შემოვიდა, სად იყავით მაშინ? ოთახში კი ნუ იმალებოდი მიშა, იქ უნდა გასულიყავი ქუჩაში და გადაფარებოდი იმ ბავშვებს, ვისაც თვალი დათხარეს. ოთახში იყავი? ქუჩაში გასულიყავი და დადგომოდი წინ იმ სპეცრაზმელს. ახლა ხმას დაუწიე და სკამების გამო ნუ დაკარგეთ სახე, გასულიყავით გარეთ და იმ ბავშვებს გადაფარებოდით, რომელსაც არ ვიცი, ვისი ბრძანებით დასდევდნენ ქუჩაში, სადაც არც რევანშის საფრთხე იყო და არც თავდასხმა იყო, მიტინგიც აღარ იყო.

რა გინდათ, თქვათ, რომ ჩემიანი თუ აკეთებს, ყველაფერი „მოსულა“? ეს არის თქვენი ლოგიკა? ახლა, რომ მიყურებ ასე ურცხავდ, ამიტომ არის ტოლობის ნიშანი თქვენსა და იმ მოძალადეებს შორის, რომლებიც ასე იქცეოდნენ. სადარბაზოებში დაკავებულების ცემა, სადარბაზოებში, ქუჩის ბოლოში ადამიანების დევნა, ეს მიგაჩნიათ, რომ ნორმალურია და ამაზე არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მინისტრმა? ან იმ სავარძელში ვიდრე ჩასკუპდებოდა ის გავრილოვი, სადაც ახლა ზის თამარ ჩუგოშვილი, არც ერთს არ გეყოთ გონიერება, რომ გეთქვათ არ შეიძლებოდა იმ ღონისიძიების დაგეგმვა? ან სად იყავით რომელიმე, რომ ასულიყავით სცენაზე და ჩამოგეყვანათ ის ადამიანი? ან სად იყავით, როცა გეუბნებოდით ეს კობახიძე გადაწვავს ამ პარლამენტს-მეთქი? თუ მართლა ცეცხლის ალში უნდა გაეხვია აქაურობა, რომ მიხვედრილიყავით რა ხდებოდა“, - განაცხადა ბესელიამ.

ის ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, წარსულში დაბრუნების საფრთხეს ხედავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა