ბიძინა გეგიძე - შედეგზე, რომელიც მივიღეთ, პასუხისმგებელია შს მინისტრი, მე მის ადგილზე გადავდგებოდი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ბიძინა გეგიძე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას შს მინისტრს გიორგი გახარიას აკისრებს და ამბობს, რომ მის ადგილზე თანამდებობას დატოვებდა. როგორც გეგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მისი აზრით, იმ შედეგის თავიდან აცილება, რომელიც დადგა, შესაძლებელი იყო.

ამასთან, უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ მმართველ გუნდში გადაწყვეტილებების მიღება გვიანდება და ის ამ განცხადებას პირველად არ აკეთებს.

„მძიმე იყო დღევანდელი სხდომა დასაწყისიდან, რადგან თქვენთან ერთად მომიწია მოსმენა თუ როგორ გვიკითხავენ მორალს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და გვასწავლიდნენ ჭკუას. ასევე ემოციის გარეშე მიჭირსა საუბარი 20 ივნისის ღამეზე, როცა ვიყავი პარლამენტის შენობაში და გარეთ იყვნენ შეკრებილები ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს. 7 ნოემბერს, ჩვენ როდესაც ვშიმშილობდით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგვარბია. ახლა იყო დესტრუქციული მცდელობა, მოწოდებები, რომელიც მოდის კონფლიქტში სახელმწიფო ინტერესებთან, კონსტიტუციასთან და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი პრინციპი არის ყველაფერი შევაფასო შედეგიდან გამომდინარე. შედეგი, რომელიც დადგა და რომელიც მივიღეთ ამ ყველაფრის შემდეგ, მივიღეთ ადამიანები, სამუდამოდ დასახიჩრებულები, მე ვთვლი, რომ შესაძლებელი იყო ამ შედეგების თავიდან აცილება. აქედან გამომდინარე, ჩემთვის მიუღებელია, რომ ქვედა ეშელონებში, პოლიციაში, რომელსაც უდიდეს პატივისცემას კიდევ ერთხელ ვუდასტურებ, მოხდეს ამ შედეგების დადგომის მიზეზების ძებნა. შედეგზე, რომელიც მივიღეთ პასუხისმგებელია შს მინისტრი. მე მის ადგილზე გადავდგებოდი და ზოგადად, დიდი ხანია ვსაუბრობ იმაზე, რომ გადაწყვეტილებები ძალიან გვიანდება მმართველ გუნდში. მანამდეც დაგვიანდა გადაწყვეტილება და გაკეთდა განცხადებები, რომელმაც გამოიწვია აქციის მუხტის გაზრდა“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო