საპატრიარქო 21 ივნისს დაკავებულებზე - მივმართავთ ხელისუფლებას, კანონის შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალური ლოიალობა გამოიჩინონ  განსასჯელთა მიმართ

საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას მიმართავს თხოვნით, მაქსიმალური ლოიალობა გამოიჩინონ 21 ივნისს აქციის დროს დაკავებული პირების მიმართ. აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

„კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ გულისტკივილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს.

ამასთან, მივმართავთ ხელისუფლებას, კანონის შესაძლებლობის ფარგლებში, გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა განსასჯელთა მიმართ.

მართალია, მათი ნაწილი უკვე გათავისუფლდა, მაგრამ ვთხოვთ, იყვნენ შემწყნარებელნი იმ სხვა დაკავებულთადმიც, რომელნიც, გულწრფელ ემოციებს აყოლილნი, ჩაერთნენ პროცესებში. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: საპატრიარქო აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის