მაია ცქიტიშვილმა EBRD-ის დელეგაციასთან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები განიხილა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დელეგაციას შეხვდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას ბანკის ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი ნანდიტა პარშადი ხელმძღვანელობს.

მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა მყარი ნარჩენების მართვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები იყო.

EBRD-ის 7 მილიონი ევროს ოდენობის თანადაფინანსებით ხორციელდება ქვემო ქართლში ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა და მისი აღჭურვა შესაბამისი ტექნიკით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით იგეგმება ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება. პროექტის მიზანია მცხეთა–მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელების და გადამტვირთი სადგურების მოწყობა, მუნიციპალიტეტების აღჭურვა ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერებით და მანქანებით.

ამ ეტაპზე საქართველოს სახიფათო ნარჩენების პროექტის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ინტეგრირებული მართვის ობიექტის მოწყობას დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, რისთვისაც დაგეგმილია ჯამში 24 მილიონი ევროს სესხის გამოყოფა EBRD-ისა და ასევე 6 მილიონი კაპიტალური გრანტის გამოყოფა ევროკავშირის მიერ.

საუბარი ასევე შეეხო სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც EBRD-ის დაფინანსებით ხორციელდება, მათ შორისაა: ქვეშეთი-კობის გვირაბის, სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ახალი ხიდისა და ქობულეთის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები და ენერგო-ეფექტურობის კომპონენტით საჯარო შენობების რეაბილიტაცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო