ირმა რატიანი - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერლის სახლი ახლადშექმნილ ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდში გაერთიანდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი კულტურის მიმართულების სსიპ-ების მოდერნიზაციისა და მართვის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები არა გაუქმდა, არამედ გამსხვილდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ ახალმა დირექტორმა, ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანმა განაცხადა, რომელიც ეროვნული ლიტერატურის, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისთვის კუთხით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს.

მისი თქმით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი კულტურის მიმართულების სსიპ-ების მოდერნიზაციისა და მართვის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები არა გაუქმდა, არამედ გამსხვილდა.

„უფრო კონკრეტულად კი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერლის სახლი გაერთიანდა ახლადშექმნილ ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდში, რომლის ხელმძღვანელობის რთული მისიაც მე მხვდა წილად.

ფონდმა უნდა იტვირთოს ქართული მწერლობის საერთაშორისო ავტორიტეტის განუხრელი ზრდა. ის არა მხოლოდ შეითავსებს აღნიშნული ორგანიზაციების ფუნქციებს, არამედ გააფართოებს მუშაობას საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობის, ადგილობრივი პროექტების, საგამომცელო ინიციატივების, სამეცნიერო-პოპულარული და საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობის მიმართულებით. ამ მისიის შესრულება წარმოუდგენელია ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლებისა და ლიტერატურათმცოდნეების მხარდაჭერის გარეშე, ვინაიდან ქართული ლიტერატურის ინტერნაციონალიზაცია და პოპულარიზაცია ეროვნული მნიშვნელობის საქმეა.

უკვე შედგა შეხვედრები როგორც წიგნის ეროვნული ცენტრის, ისე - მწერლის სახლის თანამშრომლებთან და ფონდის ყველა ღონისძიება მიმართულია მათი საქმიანობის შემდგომი ხელშეწყობისკენ.

დასრულდება თუ არა აუცილებელი ადმინისტრაციული პროცედურები, ფონდი გამართავს შეხვედრებს ქართულ ლიტერატურულ საზოგადოებასთან, რათა უფრო დეტალურად გააცნოს ფონდის მისია და ამოცანები.

მადლობა ყველას, ვინც წარმატებას უსურვებს ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ეროვნული ლიტერატურის, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს!“ - აცხადებს ირმა რატიანი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია