კახა კალაძე - ხომ იყო საუბარი იმაზე, რომ ორპარტიულობაა, არის „ქართული ოცნება“ და  „ნაცმოძრაობა“, აჰა, ბატონო, გახსნილია ყველაფერი

ხომ გვინდა დემოკრატიული პროცესები, ხომ იყო საუბარი იმაზე, რომ არის ორპარტიულობა, არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, მიდის პოლარიზება, აჰა, ბატონო, გახსნილია ყველაფერი, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების საკითხზე დასმულ კითხვას. როგორც კალაძემ აღნიშნა, ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს, რომელი პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები შევლენ პარლამენტში.

„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს ვინ იყოს მომავალ პარლამენტში, რომელი პოლიტიკური პარტიები. ხომ გვინდა დემოკრატიული პროცესები, ხომ გვინდა ეს მიმართულება გაძლიერდეს?! ხომ იყო საუბარი იმაზე, რომ არის ორპარტიულობა, არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, მიდის პოლარიზება. აჰა, ბატონო, გახსნილია ყველაფერი და ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს შესაძლებლობა გააკეთოს კამპანია, წარუდგინოს მოსახლეობას თავიანთი ხედვები თავიანთი მიდგომები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით და მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი პოლიტიკური პარტია მოახერხებს შესვლას 2020 წლის პარლამენტში. ჩემი მოსაზრებით, დემოკრატიულობის კუთხით, ის, რომ ჩვენი სახელმწიფო დღეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ასევე, მრავალპარტიულობაც არის წინგადადგმული ნაბიჯი, ეს სიახლეა და შეიძლება გამოცდაც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. მოსახლეობამ და საზოგადოებამ გადაწყვიტოს რომელი პოლიტიკური პარტიები იქნებიან პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულპროცენტიანი ბარიერით ჩატარდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს