ვახტანგ შაქარიშვილი - ტაშის კვრა ირაკლი კობახიძეზე არის ხალხის შეურაცხყოფა, სირცხვილია მეგობრებო, ნუ გადაუსწრებთ „ნაცმოძრაობას“ უტიფრობაში

ჩემთვის იმის თქმა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაჩნდა შინაარსობრივი მსგავსება, არ იყო მარტივი, იმიტომ, რომ მე ვიყავი იმ სულისკვეთების მხარდამჭერი, რითაც ეს პოლიტიკური ძალა მოვიდა ხელისუფლებაში. დღეს კი ქართული ოცნება 180 გრადუსით არის აცდენილი იმ ღირებულებებს და რასაც ბოლო პერიოდში თვალს ვადევნებთ, ამის კიდევ ერთი დასტურია, - ასე გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საკრებულოს დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი.

მისი თქმით, დღეს „ქართულ ოცნებაში“ „გამპრავებლების“ რიგი დგას, უთავმოყვარეო და უპრინციპო ადამიანების და ის, რაც რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში ხდებოდა, არის მარაზმი.

„ტაშის კვრა ირაკლი კობახიძეზე არის ხალხის შეურაცხყოფა. სირცხვილია მეგობრებო, ნუ გადაუსწრებთ „ნაცმოძრაობას“ უტიფრობაში, „გაპრავებაში“, ხალხის წინააღმდეგ წასვლაში“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

გარდა ამისა, ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატები ხალხს აჯერებენ, თითქოს იგი, ჯაბა ჯიშკარიანი და ლევან გოგიჩაიშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მისვლით „ნაცმოძრაობის“ აქციას შეუერთდნენ.

„კარგად მომისმინოს ადრესატმა, ჯერ იყო და მთაწმინდის არჩევნებზე ჯაბას აბრალებდით „ნაცებს“ ეხმარებაო, მიიღეთ პასუხი, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი და აგრძელებთ. ჩვენს კოლეგებს აჯერებთ, რომ მე ჯაბა და ლევანი ნაცების აქციაზე მივედით. თქვენ რომ პარტიის ოფისში „ნაციონალ“ და მილიონერ დეპუტატებთან ერთად იჯექით და მარტო იმაზე ფიქრობდით, როგორ არ შექმნოდა თქვენს ფულს საფრთხე, ჩვენ გავაკეთეთ ის, რისი თავიც და გამბედაობაც არც ერთს არ აღმოაჩნდა. მივედით იმის სათქმელად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ავანტურისტი ლიდერები ამ სამართლიან გაბრაზებას ბოროტად გამოიყენებდნენ და რა შედეგიც დადგა ყველამ ვნახეთ“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, მარაზმია იმ ხალხის მხრიდან 7 ნოემბერზე და 26 მაისზე საუბარი, ვინც იმ დროს იქითა მხარეს იდგა და ტაშის მკვრელები იყვნენ. დეპუტატის განცხადებით, ადამიანური და პოლიტიკური უზნეობაა დაკარგული მხედველობის და დასახიჩრებული ადამიანების შემდეგ ამ ყველაფრის „გაპრავება“.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა