პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ერთმანეთს ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატები უპირისპირდებიან. დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ პროკურატურისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.

საკითხს თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები განიხილავს და შემდგომში გადაწყვეტილების მისაღებად კომიტეტების დასკვნა პლენარულ სხდომაზე გავა.

პარლამენტში ვარაუდობენ, რომ განხილვა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე ხვალვე დაიწყება.