პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აკაკი ზოიძე და მიხეილ ყაველაშვილი რომან გოცირიძეს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აკაკი ზოიძე და მიხეილ ყაველაშვილი რომან გოცირიძეს დაუპირისპირდნენ. კერძოდ, რომან გოცირიძის განცხადებით, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს მელიას დაპატიმრებას და პროკურატურას თანხმობას მისცემს და ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, დაისჯება. მას პასუხს აკაკი ზოიძე სცემდა, რა დროსაც გოცირიძემ ხელი ჰკრა და დაპირისპირება დაიწყო, რომელშიც მიხეილ ყაველაშვილიც ჩაერთო.

დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ პროკურატურისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომა ხმაურით მიმდინარეობს.

საკითხს თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები განიხილავს და შემდგომში გადაწყვეტილების მისაღებად კომიტეტების დასკვნა პლენარულ სხდომაზე გავა.

პარლამენტში ვარაუდობენ, რომ განხილვა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე ხვალვე დაიწყება.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო