ანრი ოხანაშვილი რომან გოცირიძეს მოუწოდებს, ემოციები დაიცხროს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი რომან გოცირიძეს მოუწოდებს ემოციები დაიცხროს და აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანო ნიკა მელიასთან მიმართებაში კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს. ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დეპუტატები გენერალური პროკურორის მიმართვას შესაბამის მსვლელობას მისცემენ.

„გთხოვთ დააცხროთ ემოციები ბატონო რომან. ყველაფერი მიმდინარეობს კანონმდებლობის შესაბამისი პროცედურების დაცვით. გენერალური პროკურორი არის უფლებამოსილი იმსჯელოს იმუნიტეტის მქონე პირის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით. შემდგომ არსებობს პროცედურა პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, რომ თუკი ასეთი რამ მოხდება, უნდა აცნობოს საქართველოს პარლამენტს. რა თქმა უნდა, ჩვენ კანონმდებლობის სრული დაცვით და ძალიან ყურადღებით შევისწავლით ამ წინადადებას და მივცემთ შესაბამის სამართლებრივ მსვლელობას. მე არ ვიცი, მოგეწონათ თუ არა თქვენი ერთ-ერთი ლიდერის საქციელი, მაგრამ მე ამის შეფასებაში არ შევდივარ. მეც და ჩემი კოლეგებიც კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც აუცილებლია პარლამენტის წევრისთვის, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, დანარჩენი გადასაწყვეტია სამართალდამცავი ორგანოების“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს