აკაკი ზოიძე რომან გოცირიძესთან დაპირისპირებაზე - მინდა ბოდიში მოგიხადოთ შეუფერებელი ემოციური საქციელისთვის, რთულია „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებზე არწამოგება

რთულია „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებზე არწამოგება, - ამის შესახებ დეპუტატმა აკაკი ზოიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ პროკურატურისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომაზე აკაკი ზოიძე და მიხეილ ყაველაშვილი რომან გოცირიძეს დაუპირისპირდნენ. ზოიძემ ემოციური საქციელისთვის კოლეგებსა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„მინდა, თქვენ, კოლეგებს მოგიხადოთ ბოდიში და საზოგადოებას, ვინც ადევნებთ სხდომას თვალყურს, შეუფერებელი ემოციური საქციელისთვის. რთულია „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებზე არწამოგება, თუმცა პარლამენტის წევრებს არ გვეგება ასეთ პროვოკაციებზე აყოლა“, - განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, 20 მაისის ღამეს მომხდართან დაკავშირებით ყველამ უნდა აგოს პასუხი, თუმცა არ უნდა გაგრძელდეს პრეცედენტი, რომ გადაწყვეტილებებს „შტამპი დაედოს“.

„რაც შეეხება თემას, ძალიან მძიმე გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, მაგრამ ძალიან მძიმეა ბრალდება, რადგან როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი, აქ საუბარია კონკრეტულ პასუხისმგებლობაზე იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ათობით დასახიჩრებული და დაზიანებული ახალგაზრდა, სამართალდამცავი გვყავდა და საერთოდ, საფრთხე მიადგა ამ ქვეყნის კონსტიტუციურ განვითარებას. ჩვენ ყველა ამაზე ვიმსჯელებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს და მნიშვნელოვანია ასევე, რომ არ შევქმნათ არასასურველი პრეცედენტი, როგორც ადრე იყო, პირდაპირ შტამპს რომ ადებდა მათი სასამართლო, მათი პარლამენტი გადაწყვეტილებებს. ჩვენი მხრიდან ამ პრეცედენტის გაგრძელება არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა ზოიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო