გრიგოლ ვაშაძე - მთელი ოპოზიცია შეიკრიბება და ვიმსჯელებთ, როგორ ვიმოქმედოთ ხვალ, თუ პარლამენტი სადეპუტატო  იმუნიტეტს მოუხსნის ნიკა მელიას

ნიკა მელიას არც ერთ ქმედებაში სისხლის სამართლებრივი დანაშაული არ იყო, ამ ადამიანს არაფერი დაუშავებია, - ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველოს პროკურატურამ 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნიკა მელიას ბრალი წაუყენა.

„მას შემდეგ, რაც ე.წ. ხელისუფლებას მოუწია დათმობებზე წასვლა, რადგან დაუპირისპირდა საქართველოს მოქალაქეებს, ახლა რაღაცნაირად თავისი „მხარდამჭერების“ გამო რევანში უნდა აიღოს. აქედან მოდის მუქარა და ნიკა მელიას დაჭერა, რომლის არც ერთ ქმედებაში სისხლის სამართლებრივი დანაშაული არ იყო, არაფერი ამ ადამიანს არ დაუშავებია. ის ხელში აიყვანეს და გამოაძევეს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი პარლამენტიდან გამოაგდეს გარეთ, გამოუცხადეს, რომ საგანგებო მდგომარეობაა, ჩამოიყვანეს ქვემოთ, დააყენეს პარლამენტის წინ, განრისხებული ხალხის წინაშე და შემდეგ, როცა, როგორც იქნა, ჩავაწყნარეთ თითქმის ეს მანიფესტაცია, გამოაგზავნეს ადამიანი, რომელმაც გვითხრა,რომ ჩვენ სამს - თქვენს მონა-მორჩილს, ნიკა მელიასა და გიგი უგულავას მოლაპარაკებებზე ელოდებიან. ამას მოჰყვა პრემიერ-მინისტრი ბახტაძის განცხადება, რომ არასდროს ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს არ გამოიყენებდნენ და 7 წუთში დაიწყო ეს ვაკჰანალია. ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ, გაუსწორდნენ ოპოზიციას. ამისგან კიდევ უფრო დიდი დაპირისპირება გამოვა ხელისუფლებასა და მოქალაქეს შორის და უკვე 30 წელია, ვიცით, რა იქნება ამის შედეგი, ხელისუფლება ყოველთვის დამარცხდება მოქალაქესთან ჭიდილში“, - განაცხადა ვაშაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მთლიანი ოპოზიცია შეიკრიბება და იმსჯელებს, თუ როგორ იმოქმედონ, თუ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ახლა მთლიანად, მთელი ოპოზიცია შეიკრიბება, მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია, კი არა, არამედ, მთლიანად, მთელი ოპოზიცია, რომ გადავწყვიტოთ, ხვალ როგორ ვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გაბედავს და მიიღებს საქართველოს ისტორიაში არნახულ გადაწყვეტილებას და მოუხსნის დეპუტატის იმუნიტეტს ნიკა მელიას. ეს როგორც არ უნდა მოხდეს, არავითარი შედეგი ხელისუფლებისთვის არ იქნება, იქნება მხოლოდ გართულება“, - აღნიშნა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა