გია ვოლსკი ნიკა მელიას საქმეზე - საინტერესო თემები იქნება განხილული და ბევრი დოკუმენტი დაიდება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გია ვოლსკის თქმით, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების თაობაზე განხილვების დროს, ყველა არგუმენტის გათვალისწინების გარეშე გადაწყვეტილება მხარდაჭერილი არ იქნება.

მისივე თქმით, საინტერესო თემები იქნება განხილული და ბევრი დოკუმენტი დაიდება, შედეგად კი ყველაფერს პასუხი გაეცემა. ვოლსკის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ოპონენტი იქნება, უმრავლესობის თუ უმცირესობის წევრი, თუკი სამართალს აქვს კითხის ნიშნები მასთან, შესაბამის პროცედურებს უნდა გადიოდეს.

"იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს ამ საკითხს. დარწმუნებული იყავით, რომ საკითხთან დაკავშირებით ყველანაირი სამართლებრივი შეფასება და არგუმენტი, როგორც საწინააღმდეგო და ასევე, იმ პოზიციის დასაცავი, არ გამოხატა“ ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, იქნება გათვალისწინებული. წინააღმდეგ შემთხვევაში , გადაწყვეტილებას მხარს ვერავინ დაუჭერს",-აცხადებს გია ვოლსკი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა