ანონსი 26 ივნისი

26 ივნისს, 08:50 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უნგრული ავიაკომპანიის WizzAir-ის დელეგაციას შეხვდება, რომლის შემდეგაც გაკეთდება განცხადებები მედიისთვის.

შეხვედრას ასევე დაესწრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე.

მის: სანაპიროს ქ.#2, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

26 ივნისს, 09:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის საკითხზე იმსჯელებენ.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

26 ივნისს, 09:30 საათზე, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია: “მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება საქართველოში“. ორგანიზატორები არიან გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამა (UN HABITAT), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. კონფერენციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი გახსნის. ღონისძიებაში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობენ.

მის: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ინოვაციების ქუჩა 7, ოქროყანა.

26 ივნისს 10:30 საათზე, სასტუმრო რუმსში EMC და CRRC საქართველო წარადგენენ ახალ კვლევას: „მოსამართლის როლი სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში“.

26 ივნისს, 10:30 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი წარადგენს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიურ ანგარიშსა და სპეციალური ანგარიშს „არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობა“. ღონისძიება ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „პენიტენციური და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“

მისი: ვარდების რევოლუციის მოედანი N1

26 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

26 ივნისს, 11:00 საათზე, 20 ივლისის აქციაზე დაკავებული და გათავისუფლებული ახალგაზრდები და მათი ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

26 ივნისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტურიზმის მხარდასაჭერად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები განცხადებას გააკეთებენ.

თემა: სოციალური კამპანია ტურიზმის მხარდასაჭერად - როგორია ბიზნესის და მოქალაქეების ჩართულობა. კრემლის მიერ საქართველოში ფრენებსა და ტურისტებზე დაწესებული სანქციები.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

26 ივნისს, 12:00 საათზე, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში, რეგიონული ტურისტული გიდის მომზადების კურსის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ოთარ ჩხეიძის ქ. N5.

საკონტაქტო: 598121920 ილონა კირტავა

26 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.

შესვენების დროს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა დაწესების კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც ლადო კახაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს განიხილავენ.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

26 ივნისს, 13:00 საათზე, დავით უსუფაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

მის: კანდელაკის ქ. #1.

საკონტაქტო პირი: ნინო ბაჩილავა 591 005 002

26 ივნისს, 13:00 საათზე, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის წევრები, გიორგი მაჭარაშვილი, სერგო გიგანი და ლაშა დიაროვი, გიორგი გახარიას სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ.

მის.: საქართველოს პროკურატურა. ორთაჭალა

საკონტაქტო: 577170169

26 ივნისს, 13:00 საათზე, ცენტრი “ემპათია“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ანტირუსული აქციის სისხლიანი დარბევა 20 - 21 ივნისს.

მის: კანდელაკის ქუჩა #23

26 ივნისს, 13:00 საათზე, ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით, საინფორმაციო კამპანიის #არგასინჯო ფარგლებში თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი და ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ნარკოლოგი გური მენაბდიშვილი სტუდენტებთან ინტერაქტიულ შეხვედრას გამართავენ.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, მარო მაყაშვილის დარბაზი

26 ივნისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრიფინგი გაიმართება.

26 ივნისს, 16:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტი ჯანდაცვის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელს დააჯილდოებს, რომლებმაც 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაშავებულ ადამიანებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

16 ივნისს, 16:30 საათზე, „რეგიონალურ ჰოსპიტალში“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთნდილ თალაკვაძე 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულებს მოინახულებს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე განცხადებას გააკეთებს. ​

საკონტაქტო პირები: სოფო ჭუმბურიძე - 599 120009;

სალომე გოგინაშვილი - 558 240 070

26 ივნისს, 19:00 საათზე, Best Western Tbilisi Art Hotel-ში პროექტის, „დიდი მხატვრების შედევრები“ ფარგლებში, გამოფენა და ფილმის - „ცხოვრება პიკასოსთან“ ჩვენება გაიმართება.

საკონტაქტო: 598 782842

რა იცვლება თბილისში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში - ექსკლუზიური ინტერვიუ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელთან
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2019
სტრასბურგი და ხვალეო!..
ვიტალი ბალა - 2019 წლის არჩევნების შედეგად უკრაინაში არ შედგა პრორუსულ ძალთა რევანში და არ გამართლდა პრორუსულ ძალთა მოლოდინი
თბილისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს