გია ხუხაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ტრაგედია გამოვიარეთ, ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია მაინც არ არის, თუმცა თითქოს ხელისუფლება თვითონ ცდილობს, ეს შექმნას

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე ტრაგედია გამოვიარეთ, ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია მაინც არ არის, თუმცა თითქოს ხელისუფლება თვითონ ცდილობს, ეს შექმნას, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს. ხუხაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკური ნაწილი შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ბოლოდროინდელი რიტორიკა „კლასიკური მაზოხიზმის გამოვლინებაა“.

„უცნაური სიტუაციაა, რადგან თითქოს, ხელისუფლება ერთი მხრივ დათმობაზე წავიდა და წონასწორობის აღდგენისკენ გადადგა ნაბიჯი, მეორე მხრივ კი ახლა ისევ არღვევს ბალანს. ეს იმ ფონზე, როდესაც მეორე მხარეს არაფერი ხდება და ხელისუფლებამ რიტორიკა სახელმწიფო გადატრიალებაზე დაიწყო, ეს ისევ კლასიკური მაზოხიზმის გამოვლინებაა. ჭკუას ვერ სწავლობენ, რამდენი ხელი მოიქნიეს, თავში გაირტყეს. ცხადია, ნიკა მელიას როლის თემა ამ პროცესებში უნდა იქნას გამოძიებული, მაგრამ ის, რაც კადრებში ვნახეთ პოლიციელებთან დაკავშირებით, პოლიციელი ხელაწეულ ადამიანს სახეში რომ ესვრის, რაზეც გველაპარაკებიან, აქ როგორ არის საქმე? ამის გამოძიება ძალიან ძნელია? თუ ერთ მხარეს რაღაცას აკეთებ, მეორე მხარესაც უნდა იმოქმედო. ვფიქრობ, ხელისუფლება აფექტურ მდგომარეობაშია, ცდილობს, კუნთები ათამაშოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მძიმედ შემოუტრიალდა ისევ თვითონ, შესაბამისად, ისინი გაზრდიან პოლიტიკურ ფასს, ამას მიაღწევენ. თუ დღეს ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო გარკვეული პოლიტიკური ფასით ამ ვითარების ჩაცხრობა, როგორც ჩანს, ეს ფასი კიდევ გაიზრდება. სამართლებრივ მხარეზე კატეგორიული ვერ ვიქნები, უნდა ვნახოთ, რა ხდება. მაგრამ პოლიტიკურ მარაზმში ბანაობენ, ჰგონიათ, ისევ გადატეხავენ სიტუაციას, ისევ იმ ნარატივში არიან, რომ „ნაციონალები“ ხალხს ეზიზღება. ვეღარ ხვდებიან, რომ იმ „ნაციონალებზე“ მორალური უპირატესობა სრულიად დაკარგული აქვთ, არ არსებობს მანკიერება, რაც მათ არ გაიმეორეს, 21 ივნისის მოვლენები კი მანკიერების პიკი იყო. პოლიტიკურ პრიზმაში ხელისუფლებას სუიციდალური მიდრეკილებები ძალიან აქვს გაძლიერებული, ფაქტობრივად, სუიციდურ რეჟიმში მუშაობს. თითქოს ლოგიკა საერთოდ გათიშულია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ხომ არ შეიძლება, ნიკა მელიას დაკავებით უფრო დაიძაბოს ქვეყანაში არსებული სიტუაცია, ექსპერტმა განაცხადა, რომ ხელისუფლება თავად ცდილობს, ქვეყანაში რევოლუციური სიტუაციის მსგავსი რამ შექმნას.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე ტრაგედია გამოვიარეთ, ქვეყანაში დღეს რევოლუციური სიტუაცია მაინც არ არის, და თითქოს ხელისუფლება თვითონ ცდილობს, რომ ასეთი რამ შექმნას. დღეს რასაც ვუყურებ, ნიკა მელია მაინცდამაინც არ უყვარს ხალხს საქართველოში და თბილისში, მაგრამ მისი დაცვის განცდა გაუჩნდათ ისეთ ადამიანებს, ვისაც მელია სძულდათ. ხომ მიღწევა და განსაკუთრებული სიბრიყვე სჭირდება, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი? თითქოს, ბუნკერში ჩავიდა ხელისუფლება და იქიდან ცდილობს ქვეყნის მართვას, ჩაიკეტა თავის თავში, ისტერიკაშია და ასე უნდა რაღაცების კეთება. დღის წესრიგი შეიმუშავონ, ბალანსები დაიჭირონ, სამართლიანობის თუნდაც ვირტუალური განცდა გააჩინონ, თუ ჰგონიათ, რომ ნიკა მელიის დაჭერით რაღაცას გადატეხავენ? პირიქით, ეს ცეცხლზე ნავთის დასხმაა. შეეძლოთ, 19-შივე დაემთავრებინათ ეს საქმე, რომ ვერ დაამთავრეს, მერე მეტი ფასის გადახდა მოუწიათ 21-ში. სულ აგვიანებენ და სულ სისულელეებს აკეთებენ და კი ბატონო, ეტყობა, ეს არის მათი ისტორიული არჩევანი და თავის თავს დააბრალონ, მერე რაც მოხდება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს