ირაკლი ღარიბაშვილი - ნებისმიერი პირი, ვასაძე იქნება, მელია თუ ტურა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმეს დაგეგმავს, მთელი სიმკაცრით დაისჯება

ნებისმიერი პირი, ვასაძე იქნება, მელია თუ ტურა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმე გადაცდომას, კანონსაწინააღმდეგოს და ანტიკონსტიტუციურს დაგეგმავს, მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი, განურჩევლად მათი გვარისა, თუ პოლიტიკური გემოვნებისა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასა და დეპუტატ ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას შორის განსხვავება არსებობს.

„განსხვავება არის ის, რომ ამ ვაჟბატონმა, მელიამ პირდაპირ გაახმოვანა ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩაგდების მათი გეგმა. ამ ადამიანმა და სხვებმა მასობრივ ძალადობას ორგანიზება გაუწიეს , ნუთუ, განსხვავებას ვერ ვხვდებით?!

რაც შეეხება ბატონ ვასაძეს , მე, როგოც ვიცი, ამაზე სამინისტრომ პრევენციული რეაგირება მოახდინა და იგივე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება ლევან ვასაზე თუ სხვა ნებისმეირი მოქალაქე, თუ კონსტიტუციას გასცდება, აბსოლუტურად თანაბრად იქნება განხილული და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებული’, - განაცხადა ღარიბაშვილმა გადაცემაში „რეაქცია“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო