თამარ კორძაია - თუ ვინმე დამნაშავეა ამ ქვეყანაში, დამნაშავე მონადირე გახარიაა

თუ ვინმე დამნაშავეა ამ ქვეყანაში, დამნაშავე მონადირე გახარიაა, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მან აქციის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ პარლამენტის წინ საზოგადოებაა შეკრებილი, რომლის გათიშვასაც ცდილობს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, თუმცა ამას ვერ ახერხებს.

„ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც კონსტიტუციას ცოცხალ ორგანიზმად აქცევს. საზოგადოება, რომელიც კონსტიტუციის შესაბამისად აიძულებს ხელისუფლებას, იყოს ანგარიშვალდებული ჩვენ წინაშე და მას მოუწევს ეს პასუხისმგებლობა. 6 დღეა, ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ცდილობს, გაგვთიშოს, მაგრამ ჩვენ რომ საზოგადოება ვართ, ამას ვერ ახერხებს. ჩვენ რომ შეგვიძლია დიალოგი, ამიტომ ვერ ახერხებს. მას არ შეუძლია დიალოგი და დებატები, მან ყველაფერი მოიფიქრა იმისთვის, რომ დავეპირისპირებინეთ, მაგრამ ყოველდღიურად ამ ტრიბუნიდან გხედავთ, რომ უფრო მეტნი ხართ, რადგან დღეს ყველას უკანონობისა და უსამართლობის შეგრძნება გვაწუხებს. ხელისუფლებამ ჩვენთან კავშირი დაკარგა, ამიტომ მას ცალსახად მოუწევს, გაგვცეს პასუხები და პასუხი აგოს იმისთვის, რაც გააკეთა. თუ ვინმე დამნაშავეა ამ ქვეყანაში, მოქალაქეები დამნაშავეები არ არიან, თუ ვინმე ამ ქვეყანაში დამნაშავეა, ოპოზიციონერები დამნაშავეები არ არიან. თუ ვინმე დამნაშავეა ამ ქვეყანაში, დამნაშავე მონადირე გახარიაა. გახარია აგებს მხოლოდ და მხოლოდ პასუხს იმისთვის, რაც ჩაიდინა, ის აგებს პასუხს თითოეული ადამიანისთვის, რომელსაც არათუ სისხლი ადინა, არამედ გული ატკინა! გახარიამ უნდა აგოს პასუხი და ეს აუცილებლად მოხდება, ის წავა! გახარია, წადი!“ - მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს ტრიბუნიდან კორძაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო