პარლამენტის სხდომაზე ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ პროკურატურისთვის თანხმობის მიცემაზე, სავარაუდოდ, 26 ივნისს იმსჯელებენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 26 ივნისს გაერთიანებულ სხდომას გამართავს, სადაც ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის საკითხზე იმსჯელებენ.

კომიტეტების გაერთიანებული სხდომა 09:00 საათზე დაინიშნა. საკითხი სავარაუდოდ, 26 ივნისვე, პლენარულ სხდომაზე გავა.

როგორც გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის მიერ პარლამენტში გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

გენერალური პროკურორის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძველი.

გენერალურ პროკურორის მიმართვას თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები განიხილავს და შემდგომში გადაწყვეტილების მისაღებად კომიტეტების დასკვნა პლენარულ სხდომაზე გავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა