რამაზ საყვარელიძე - სავარაუდოდ, ნიკა მელია არსად გაიქცეოდა, ისედაც გამწვავებულ ფონზე კი ახალი, მწვავე საკითხის დამატება პოლიტიკურად გამართლებული არ იყო

სავარაუდოდ, ნიკა მელია არსად გაიქცეოდა, ისედაც გამწვავებულ ფონზე კი ახალი, მწვავე საკითხის დამატება პოლიტიკურად გამართლებული არ იყო, - ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ჯერ ხალხისთვის უნდა აეხსნა სურათი.

„იურიდიულ მხარეზე საქმის კურსში არ ვარ, თუმცა პოლიტიკურ მხარეს თუ დავაკვირდებით, ვეთანხმები მაგალითად, სერგი კაპანაძეს, რომ ამ მომენტისთვის ახალი, მწვავე საკითხის დამატება ისედაც გამწვავებულ ფონზე, მე მგონი, პოლიტიკურად გამართლებული არ იყო. ნიკა მელია სავარაუდოდ, არსად გაიქცეოდა, ჯერ ემოციები უნდა ჩამცხრალიყო და ხალხისთვის არგუმენტაცია ყოფილიყო. ხალხისთვის უნდა აეხსნათ სურათი, რადგან დღეს უკვე ხალხია ჩაბმული ამ პროცესში და იმის თქმა, რომ ეს თქვენ არ გეხებათ და მხოლოდ სამართალდამცავებს ეხებათო, უკვე არ გამოვა, რადგან ხალხი თვლის, რომ რახან უსამართლოდ მოექცნენ იმ ტრაგიკულ ღამეს, მას დღეს სამართლის საკითხებიც ეხება. ამიტომ, ამ ტიპის ნაბიჯის გადადგმისთვის ხალხის საქმის კურსში ჩაყენებაც აუცილებელი იყო, უფრო მეტად, ვიდრე პარლამენტის კომისიების და საერთოდ, ამ საკითხის წამოწევის დრო ამჟამად არ იყო“, - აღნიშნა ექსპერტმა „ინტერპრესნიუსთან“.

მანვე კითხვაზე, უარყოფითად ხომ არ აისახება მელიას შესაძლო დაკავება ხელისუფლებაზე, უპასუხა, რომ ასე შეიძლება არ მოხდეს, თუ ისევ და ისევ, ხალხისთვის დამაჯერებელი არგუმენტები იარსებებს მის ბრალეულობასთან დაკავშირებით.

„ხელისუფლებისთვის შეიძლება, დადებითად იმოქმედოს, თუკი დაიდება ხალხისთვის ძალიან დამაჯერებელი არგუმენტები იმისა, რომ მელია ანგრევდა ქვეყანას, მაგრამ ახლა, როცა ასეთი ემოციური მუხტია ორივე, სახელისუფლებო ჯგუფის შიგნით და მასთან დაპირისპირებულ მხარეს, ამ ნაბიჯის გადადგმა სწორი არ იყო. კლინიკაში ავადმყოფს სანამ ტემპერატურა ნორმალური არ ექნება, სიცხიანს ოპერაციას არ უკეთებენ“, - განაცხადა საყვარელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა