რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ადვოკატი ბექა ბასილაია გაათავისუფლეს.
აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თავად ბასილაიამ დაუდასტურა. მისივე განცხადებით, დროებითი მოთავსების იზოლატორი ამავე საქმეზე დაკავებულმა ყველა პირმა დატოვა.
"მას შემდეგ, რაც ჩემი საჩივარი გავიწვიე, პროკურატურამ საჯაროდ განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართავდა ყველას გათავისუფლების მოთხოვნით. ამით პროკურატურას შერცხვენილი სახის ჩამორეცხვა უნდოდა, მაგრამ ეს უსუსური მცდელობაა გავრილოვის ღამის გადაფარვის", - განაცხადა ბასილაიამ.
რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს