პარლამენტის ორი კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე უნდა იმსჯელონ, შელაპარაკება მოხდა

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე უნდა იმსჯელონ, შელაპარაკება მოხდა. ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს მიმართა, მას სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ მათ მაგივრად რცხვენია. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ ნიკა მელიას შესახებ საუბარი დაიწყო და აღნიშნა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია წყვეტს ვინ უნდა იყოს პარლამენტში და ვინ - არა.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

გენერალური პროკურორის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძველი.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.

პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, ასევე მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით შეიძლება. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.

ორი კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ შელაპარაკება მოხდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა