ანრი ოხანაშვილი აკაკი ბობოხიძეს - ზრდილობა იქონიე - მშვიდად იყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაბრძანდები გარეთ

„უტიფრობაზე თავი შეიკავე და ზრდილობა იქონიე,“ - ამ სიტყვებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრს აკაკი ბობოხიძეს მიმართა. ის ოპოზიციონერ დეპუტატს დაემუქრა, რომ კომიტეტის სხდომას დაატოვებინებენ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერ დეპუტატებს სიჩუმისკენ მოუწოდებენ. ანრი ოხანაშვილის თქმით, როდესაც კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობს, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და გაჩუმდეს.

„ერთი წუთით ახლა მოითმინეთ მართლა. კომიტეტის თავმჯდომარე როცა საუბრობს, კეთილი ინებეთ და მოისმინეთ. ვიცი, რომ არ გჩვევიათ თავშეკავება, ბატონო კაკო, მაგრამ თავი შეიკავე. ადეკვატური პასუხი იქნება, რომ უტიფრობაზე თავი შეიკავო და ზრდილობა იქონიე. ასაკის გამო გცემთ პატივს. მშვიდად იყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაბრძანდები გარეთ,“ - მიმართა ოხანაშვილმა ბობოხიძეს.

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის მიმართვის განხილვა მიმდინარეობს, თავად დეპუტატი ნიკა მელია არ ესწრება. საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს განიხილავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო