ნატო - რუსეთს 5 კვირა აქვს საშუალო სიშორის რაკეტების ხელშეკრულების გადასარჩენად

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთს აქვს დრო აგვისტომდე, თავისი ფრთოსანი რაკეტების „9M729“-ის გასანადგურებლად, რომელიც არღვევს საშუალო და ახლო სიშორის რაკეტების ხელშეკრულების პირობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. დღეს ბრიუსელში იწყება ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ თუ როგორი იქნება პასუხი. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში სტოლტენბერგის განცხადებას სასაცილო უწოდეს.

1987 წელს ხელმოწერილმა ხელშეკრულებამ შესაძლოა ძალა დაკარგოს 2 აგვისტოს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი პასუხისმგებლობას გამოიჩენს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა ვერ ხედავს ამის ნიშნებს.

„რუსეთი აგრძელებს ახალი რაკეტის შექმნას. იმისთვის, რომ გადაარჩინოს ხელშეკრულება, რუსეთს ხუთი კვირა რჩება“, - დასძინა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ არ იგეგმება ევროპაში სახმელეთო ბაზირების ახალი რაკეტების განლაგება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს