ლევან გოგიჩაიშვილი - კომიტეტების სხდომაზე  იმიტომ შემოვედი, რომ გითხრათ, გული მერევა თქვენზე

თქვენთან იმიტომ შემოვედი, რომ გითხრათ - გული მერევა თქვენზე, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმაორი კომიტეტის გაერთიანებულ

სხდომაზე რამდენიმე წუთით შესვლისას განაცხადა.

აღნიშნულის პასუხად იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის უზრდელია.

"თავი შეიკავე და გადი გარეთ, უზრდელო შენ",- მიმართა ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს.

ლევან გოგიჩაიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების შეხვედრის ადგილი უკვე დატოვა.

კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ, დილიდან ხმაურით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა