ოთარ კახიძე უმრავლესობას - მართლა „ტროიკა“ ხომ არაა, რომ რასაც პროკურატურა გვეუბნება, ბეჭედი დავარტყათ?  ნოტარიუსები ვართ?

ზეპირად ვენდობით? ანუ ნოტარიუსები ვართ? - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძეიურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმინიტეტის მოხსნის თაობაზე მსჯელობენ. დეპუტატებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთარ კახიძემ კიდევ ერთხელ მოითხოვა იმ მტკიცებულებების გაცნობა, რაც ნიკა მელიას საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას აქვს შეგროვილი.

„პროკურატურის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ ნიკა მელიამ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, ოღონდ კიდევ არ გვაქვს ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც აქ არ არის წარმოდგენილი. ალბათ უმრავლესობის წევრებსაც გაინტერესებთ ეს მტკიცებულებათა ერთობლიობა რა არის?! ეს არ არის ზეპირი პროცესი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოპოზიციონერ დეპუტატს სიტყვა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა შეაწყვეტინა და აღნიშნა, რომ მას ამ საკითხის დასმა საკუთარ კითხვაში შეუძლია, რომელსაც პროკურატურის წარმომადგენლებს დაუსვამს.

კამათში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილიც ჩაერთო.

„ჩვენ ხომ არ ვართ სასამართლო, რომ გამოვიკვლიოთ მტკიცებულებები და პროცესი წარვმართოთ თითქოს სასამართლოში ვართ. ძალიან კარგად იცით, პარლამენტს რა ლეგიტიმაცია აქვს, რომ ჩვენ მტკიცებულებებს ვერ გამოვიკვლევთ“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ამის პასუხად ოთარ კახიძე დაინტერესდა დეპუტატები უნდა ენდონ თუ არა პროკურატურის ზეპირ მოხსენებას.

„ზეპირად ვენდობით? ანუ ნოტარიუსები ვართ? ეს ზეპირი პროცესია? მართლა „ტროიკა“ ხომ არაა. რასაც გვეუბნება პროკურატურა უნდა დავარტყათ ბეჭედი?“ - აღნიშნა კახიძემ.

პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისათვის თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა