სოფო კილაძე - ჩვენი ოპონენტების უფლებები სრულად იქნება დაცული, ის უფლებები, რომელიც ნიკა მელიას კონსტიტუციით აქვს მიცემული

ჩვენი გუნდი არის გარანტი, რომ ამ პროცესში სრულად იქნება დაცული ჩვენი ოპონენტების უფლებები, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობენ. კილაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათ ადამიანის უფლებებზე საუბრის უფლება არ აქვთ.

„თუ არის სავარაუდო დანაშაულის ნიშნები, სახელმწიფომ ამას ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს. მეორე მხრივ - მნიშვნელოვანია, ეს პროცესი წარიმართოს ადამიანის უფლებების სრული დაცვით. არ ვიცი, ეს როგორ დასრულდება, მაგრამ ჩვენი გუნდი არის გარანტი, რომ ამ პროცესში სრულად იქნება დაცული ჩვენი ოპონენტების უფლებები. ის უფლებები, რომელიც ბატონ ნიკა მელიას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მიცემული. პოლიტიკური ოპონენტის კუთხით კი არა, საერთოდ ადამიანის უფლებებზე საუბრის უფლება არ გაქვთ თქვენ, მაგრამ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ეს უნდა გააკეთოს, რადგან ეს ვალდებულება გვაქვს კონსტიტუციით,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისათვის თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც „ევროპული საქართველოს“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ, რომ პროკურატურის მიმართვას თან არ ახლავს მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებას ითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა