ტრაპიზონში ავარიის დროს საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა

ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი, მძიმედ დაშავდა. დაშავებული რიზეს კლინიკაშია მოთავსებული. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ერთ-ერთი გარდაცვლილი დასვენებულია რიზეს ერდოღანის სახელობის კლინიკის პროზექტურაში, ხოლო მეორე - დაბა ფაზარის პროზექტურაში. მინისტრის თქმით, ავარიის დროს დაშავებული ქალის დასახმარებლად საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლობა აქტიურად არის ჩართული.

ავარია ღამის 3 საათზე ავტობანის ფაზარის მონაკვეთზე მოხდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო