ადვოკატი - ნიკა მელიას არც დაპატიმრების ეშინია

მართალია ბრალდების დადგენილება გადმომცეს, ორგვერდიანი დოკუმენტი, თუმცა არც მტკიცებულებების ნუსხა გადმომცეს და არც მტკიცებულებები, თუ რას ეყრდნობა ბრალდება, - აღნიშნული განცხადება გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ დეპუტატ ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა გააკეთა.

„საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს დაუყოვნებლივ მტკიცებულებების ნუსხისა და მტკიცებულებების გადმოცემას, ვინაიდან ნიკა მელიას აქვს უფლება იცოდეს, რას ეყრდნობა ბრალდება", - განცხადება ადვოკატმა.

გიორგი კონდახიშვილის თქმით, ბრალდება, რომელიც გუშინ გააჟღერა პროკურატურამ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას, რასაც მოჰყვა მასობრივი არეულობა.

"მტკიცებულებები არ არის გადმოცემული, მაგრამ ვარაუდის დონეზე ვამბობ, ის განცხადებები, რაც საჯაროდ იყო გასული მასმედიაში და სოციალურ ქსელებში, სადაც ნიკა მელია ამბობს, რომ მშვიდობიანად, ხელებაწეული, კონსტრუქციულად, გასაპროტესტებლად გადავინაცვლოდ პარლამენტის ეზოში, ასევე მეორე განცხადება, რომელიც ასევე ანალოგიური შინაარსის მატარებელია, თუკი არის მასობრივი არეულობის მოწოდება, ხელმძღვანელობა და ორგანიზება, როგორც იურისტი ვამბობ, რომ აქ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის შემადგენლობა არ არის. ეს არის სამართლებრივი აბსურდი. თავად ნიკა მელია არის საქართველოს პარლამენტში, არავითარ მიმალვას არ აპირებს! იგი მზად არის წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ ეს თავშივე არის ხარვეზიანი, უამრავი კითხვის ნიშნების მქონე მართლმსაჯულება. არც დაპატიმრების არ ეშინია ნიკანორ მელიას, თუკი ასეთი იქნება მიღებული", -განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა