ირაკლი აბესაძე უმრავლესობას - საზოგადოების მოთხოვნაა გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი, ამის გადასაფარად გვთავაზობთ, პოლიტიკური ოპონენტის დაპატიმრებაზე ვისაუბროთ

„თქვენ უარს ამბობთ, იმსჯელოთ აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნაზე. ამის გადასაფარად გვთავაზობთ ვისაუბროთ პოლიტიკური ოპონენტის დაპატიმრებაზე,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელიც რამდენიმე საათია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. აბესაძემ გენერალური პროკურატურის წარმომადგენელს კითხვით მიმართა, აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმეები შსს-ს ხელმძღვანელი პირების მიმართ.

„არის თუ არა სისხლის სამართლის საქმეები აღძრული შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების მიმართ, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს ცხოველების საწინააღმდეგო, ნაკლებ სასიკვდილო ტყვიებით მშვიდობიანი აქციის წევრების დასახიჩრებას, მათთვის ჯანმრთელობის ძალიან მძიმე დაზიანების მიყენებას და პირდაპირი მნიშვნელობით დაბრმავებას? დღეს საზოგადოების მოთხოვნა არის ბატონი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი, შსს-ს წარმომადგენლების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და ამის გადასაფარად თქვენ გვთავაზობთ ვისაუბროთ პოლიტიკური ოპონენტის დაპატიმრებაზე. თქვენ უარს ამბობთ, იმსჯელოთ აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნაზე,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

აღნიშნულ განცხადებას მასსა და დეპუტატ მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემაზე მსჯელობს. როგორც „ევროპული საქართველოს“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ, რომ პროკურატურის მიმართვას თან არ ახლავს მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებას ითხოვს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს