ტაქსის მძღოლებს გადაღებვის, ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერების მიღება 10 აგვისტომდე შეეძლებათ

ტაქსის რეფორმის ფარგლებში გადაღებვის, ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერების მიღება ტაქსის მძღოლებს მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე შეეძლებათ, ხოლო მისი განაღდება 1-ელ ოქტომბრამდე უნდა მოხდეს. ეს ვადები თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ტაქსის მძღოლებს შეახსენა და რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო რეფორმას, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ, ტაქსების რეფორმის საკითხს. მერიის მიერ შემუშავებული ვაუჩერების გაცემის ვადა მიმდინარე წლის 10 აგვისტოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსურველებმა შესაბამის მისამართლზე უნდა მიმართონ კომპანიას. ვაუჩერის განაღდების ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაუჩერის განაღდება, ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა, ან თეთრი ფირის გადაკვრა, ასევე ქიმწმენდა) უნდა მოხდეს პირველ ოქტომბრამდე. მოგეხსენებათ, რომ პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი იწყება. ვაუჩერების განაღდება სწორედ პირველ ოქტომბრამდეა განსაზღვრული. არაერთხელ გვისაუბრია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეფორმის განხორციელება იმისთვის, რომ ბენეფიტი მიიღოს როგორც ტაქსის მძღოლებმა, ვინც ამ სერვისს ახორციელებს, ასევე ადამიანებმა, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ. ეს მიმართულება აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული ჩვენს ქვეყანაში, როგორც ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკაში გვაქვს ნათქვამი. აღარ გავაგრძელებ, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რა ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა