კარლო კოპალიანი გოცირიძეს - ტვინიკოსობას თავი დაანებე, თორემ თავის გარეშე გახვალ ამ დარბაზიდან

კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გრძელდება ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე პროკურატურის მიმართვა განიხილება. დაპირისპირება კარლო კომპალიანის გამოსვლას მოჰყვა. უმრავლესობის დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ყოფილ ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციაში არ უნდა შესულიყო.

„2012 წლიდან ვამბობდი ამას, რომ ასეთ ადამიანებთან კოჰაბიტაცია და ლაპარაკი შეუძლებელია. ეს ის ხალხია, რომელსაც ჭირივით ეზარება საკუთარი საზოგადოება. პატარა ბიჭებს მიუშვებენ სახელმწიფო შენობაზე და მერე თვითონ ვირთხებივით იმალებიან“, - აღნიშნა კოპალიანმა.

დეპუტატს სიტყვა თინა ბოკუჩავამ შეაწყვეტინა და მას კომუნისტი უწოდა.

„ეს კომუნისტი რომ არ ალაპარაკოთ არ შეიძლება, ამ კონტექსტში მაინც?!“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

სხდომათა დარბაზში დაწყებულ სიტყვიერ დაპირისპირებაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც ჩაერთო.

„თქვენ როგორც მოექეცით ქართველ ხალხს, „ნაციონალური მოძრაობა“, არასოდეს არ მოქცევია არც ერთი ხელისუფლება. თავი შეიკავე, დამშვიდდი“, - მიმართა თინა ბოკუჩავას ანრი ოხანაშვილმა.

ამის შემდეგ გამოსვლა კვლავ კარლო კოპალიანმა გააგრძელა.

„თქვენთვის რუსეთი მიუღებელია ამ შემთხვევაში, მაგრამ ივანოვი რომ შემოგიძღვათ ამ შენობაში, მაშინ მისაღები იყო. გავრილოვი არ იყო 2003 წელს თქვენს გვერდით?! თქვენ ხართ რუსეთის აგენტები. „თეთრი საროჩკიანების რევოლუცია“ მოგინდათ თქვენ. ეგრე არ გამოვა. თქვენ ჩვენს ქვეყანას აღარ დაგანგრევინებთ“, - განაცხადა კოპალიანმა.

ამასთან, დეპუტატებისთვის სიტყვის შეწყვეტის გამო, უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა თინა ბოკუჩავას დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა. თავის მხრივ ბოკუჩავას მიმართა თანაპარტიელმა რომან გოცირიძემაც და სთხოვა, კარლო კოპალიანისთვის „სისულელეების ლაპარაკი“ ეცლია.

„ტვინიკოსობას თავი დაანებე, თორემ თავის გარეშე გახვალ ამ დარბაზიდან. გოცირიძეს ვეუბნები“, - მიმართა გოცირიძეს კოპალიანმა და შემდეგ პროკურატურის წარმომადგენლებს მიმართა.

„როდის დამთავრდება ამ ადამიანების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები, 9 წელი დედას რომ ტირობდნენ ამ ქვეყანას. 7 წელი გავიდა. როდის დაბრუნდება ქონებები, როდის გასამართლდებიან ის ადამიანები, ვინც „კასტილებით“ აუპატიურებდა ადამიანებს. ამათ იციან ბესო ტაბატაძის სახელი და გვარი, ცალი თვალით რომ დადის დღესაც? გაგიგიგათ ასათიანი და კვინტრაძე, რომლებიც მაღაზიის თავებზე შემოდეთ? ორ „ტრუპს“ ვერ ცდებით ხომ ხედავთ თქვე საცოდავებო“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა