სოფო კილაძე - ცალკეული პოლიციელების ქმედებისთვის შს მინისტრი გიორგი გახარია პასუხს ვერ აგებს

ცალკეული პოლიციელების ქმედებისთვის შს მინისტრი გიორგი გახარია პასუხს ვერ აგებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, უნდა დადგეს თუ არა შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.

კილაძის თქმით, 20 ივნისს აქცის დროს პოლიციამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა პარლამენტზე შტურმი აღკვეთა.

„ყველგან დანაშულია პოლიციელის შეურაცხყოფა, თავდასხმა და ძალადობრივი ქმედებები, მითუმეტეს, ეს ქმედებები ხდება პარლამენტის შტურმის და აღების ფონზე. ეს ორი რაღაც უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. რამდენად იყო ამაში დამნაშავე კონკრეტულად ნიკა მელია, ანუ რამდნად იყო მისი დანაშაულის შემადგენლობა წარმოდგენილი, ეს სასამართლოს და პროკურატურის გადასაწყვეტია. რაც შეეხება გიორგი გახარიას პაასუხისმგებლობას, ჩემი აზრით, ჩვენმა პოლიციამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა მან შტურმი აღკვეთა პარლამენტზე. როდესაც მან აღკვეთა ის ძალადობრივი ქმედებები, რომლითაც პირდაპირი იყო ძალადობა და თავდასხმა პოლიციელებზე. ეს იყო სწორი ნაბიჯი, მაგრამ ძალაუფლების გადამეტების ნაწილში გეთანხმებით, რომ მოხდა ძალაუფლების გადამეტება, ოღონდ კონკრეტული პოლიციელების მხრიდან. ვერ შემოვალ სამართლებრივ განხილვაში, მაგრამ ერთი შემიძლია პოლიტიკურად შევაფასო - პოლიციამ უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედა. ცალკეული პოლიციელების ქმედებისთვის შს მინისტრი გიორგი გახარია პასუხს ვერ აგებს. თუ გაქვთ მტკიცებულება, რომ შს მინისტრმა უკანონო ბრძანება გასცა, კი ბატონო, ჩვენთან ყველა თანასწორია კანონის წინაშე", - განაცხადა კილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა