მამუკა მდინარაძე - გვჭირდება არგუმენტები, რადგან საუბარია დეპუტატის დაპატიმრებაზე - ასე მარტივად თანხმობის გაცემა არ შეიძლება, რაც არ უნდა არ მომწონდეს ნიკა მელია

არ შეიძლება პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსმა წინასწარ გასცეს პასუხი, თანხმობას მივცემ თუ არა მელიას მანდატის დატოვებაზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, გასცემს თუ არა პირადად თანხმობას დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების თაობაზე.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" აპირებს ყურადღებით მოისმინოს და განიხილოს ეს საქმე და ისე გადაწყვიტოს.

„მე ჯერ ჩემს კითხვებზე პროკურატურისგან პასუხები არ მომისმენია. დამატებით კითხვებზე პასუხები გვჭირდება, რათა სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. გვჭირდება არგუმენტები, რადგან საუბარია დეპუტატზე და მის დაპატიმრებაზე. ასე მარტივად თანხმობის გაცემა, პრეცედენტის დაშვებაც არ შეიძლება, რაც არ უნდა არ მომწონდეს ნიკა მელია. ზუსტად ვიცი, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავიც არ აქვს ამ ხალხს, არც მას, არც მის თანაგუნდელებს და არც სააკაშვილს, იქიდან რომ კივის და წივის, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ სწორად მოვიქცეთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა