„აიპლიუსის" თანამშრომელი -  ერთი პირი შემოვარდა, მძარცველს დანა ეჭირა ხელში და სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდა

პეკინის ქუჩაზე, "აიპლიუსის" მაღაზიასთან, სადაც ყაჩაღობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" "აიპლიუსის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, პირს, რომელსაც დაყაჩაღება უნდოდა, ხელში დანა ეჭირა.

"დანა ეჭირა ხელში, ერთი პირი შემოვიდა და სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდა", - განაცხადა "აიპლიუსის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

მისივე თქმით, სამართალდამცველები ადგილზე დროულად მივიდნენ.

აღნიშნული პირი დაკავებულია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს