ქუთაისში 18 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მესამე ადამიანი გარდაიცვალა

ქუთაისში 18 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მესამე ადამიანი გარდაიცვალა. ქუთაისის დამწვრობის ცენტრის ექიმი გიორგი აბესაძე „ინტერპრესნიუსთან" აცხადებს, 52 წლის ქალი, რომელსაც სხეული მძიმე დამწვრობა ჰქონდა, წუხელ გარდაიცვალა. გარდაცვლილი აფეთქებაში ეჭვმიტანილის დედაა.

ამ დრომდე კლინიკაში რჩება ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც შედარებით მსუბუქია. თბილისში მკურნალობს ათი წლის გოგონა.

რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა აფეთქებაში ეჭვმიტანილი 31 წლის მამაკაცი და ოჯახის ახლობელი 33 წლის ქალი, მათ სხეული მძიმე დამწვრობა ჰქონდათ.

აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს