მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტი, 2016-2019 წლებში განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაციას გამართავს, რომლის მიზანიც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება იყო მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა გრძელვადიანი პროფესიული განვითარების პროგრამის საშუალებით.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება 29 ივნისს გაიმართება.

ფონდის ინფორმაციით, პროექტს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებდა.

მათივე ცნობით. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი -მიხეილ ბატიაშვილი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი - მაგდა მაღრაძე გახსნიან. ღონისძიებას ასევე დაესწრება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი - ჯენერ ედელმანი და მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერი - ნატალია ედიშერაშვილი.

ამასთან, ფონდის ინფორმაციით, პარალელურად გაიმართება თემატური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება დირექტორების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები.

„2013 წელს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონიანი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, 2016 წლის იანვრიდან დაიწყო პროექტის განხორციელება, რომლის ბიუჯეტი 14 მილიონი აშშ დოლარი იყო. პროგრამის ფარგლებში 2016-2019 წლებში გადამზადდება ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინგლისურისა და გეოგრაფიის მე-7-მე-12 კლასების ყველა, 18 000-მდე, მოქმედი მასწავლებელი, აგრეთვე, ყველა საჯარო სკოლის დირექტორმა გაიარა „ლიდერობის აკადემიის“ კურსი. პროგრამის წარმატებით დასრულება დაეხმარება სკოლის დირექტორებს გააუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა სკოლის კონტექსტისთვის საჭირო მენეჯმენტის მიმართულებით და გახდნენ ძლიერი, მოტივირებული და ეფექტიანი ლიდერები. პროექტმა უმასპინძლა სამ საერთაშორისო ყოველწლიურ კონფერენციას დირექტორებისთვის და მასწავლებლებისთვის. ასევე, განმავითარებელ შეფასებასა და დიფერენცირებულ სწავლებასთან დაკავშირებით მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებისა და პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით პროექტის ფარგლებში შეიქმნა სახელმძღვანელო „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.“ მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის ფარგლებში საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა კონკურსში გამარჯვებულ სამ პროფესიულ ასოციაციასთან. ასევე, შეიქმნა მეთოდური გზამკვლევები ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში. მათში მოცემულია სკოლებში შეტანილი ლაბორატორიების აღწერა და სარეკომენდაციო ლაბორატორიული სამუშაოები“, - ნათქვამია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოში პირველად მასწავლებლებს მიეცემათ უპრეცედენტო შესაძლებლობა, პროფესიული განვითარება ონლაინ ფორმატში გაიარონ. ონლაინ კურსები ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: http://edx.emis.ge/

„ამასთან, შექმნა კვლევაზე დაფუძნებული ვირტუალური აქტივობები, რისთვისაც სამუშაო სივრცედ შეირჩა Go-Lab-ის პლატფორმა. პროექტის ფარგლებში ჟურნალ ,,სკოლის მართვის“ 8 ნომერი გამოიცა. ლოჯისტიკისა და მენეჯმენტის განსახორციელებლად, ასევე ანგარიშგებისა და მონიტორინგის სისტემების დანერგვის მიზნით შეიქმნა ერთიანი ვებპლატფორმა trainings.tpdc.ge, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პროცესების ელექტრონულ მართვას. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX-ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით“, - აცხადებენ ფონდში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო