ვანო ზარდიაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებზე - თითოეული ტყვია, რაც იქ იყო ნასროლი, ჩვენ მოგვხვდა

„თითოეული ტყვია, რაც იქ იყო ნასროლი, ჩვენ მოგვხვდა,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისათვის თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას არ გაექცევა.

„პოლიტიკურ ფასზე როცა მსჯელობთ, პოლიტიკური ფასი „ქართულმა ოცნებამ“ გადავიხადეთ. თითოეული ტყვია, რაც იქ იყო ნასროლი, ჩვენ მოგვხვდა, ყველა ქართველს მოხვდა. მაგას განვიცდით ყველა და მაგაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავექცევით. ამ საკითხისადმი მიდგომა უპრეცედენტოდ დავიწყეთ. თქვენ ამაზე პასუხები და ფართო ჩართულობა არ გინდათ იმიტომ, რომ გადაფაროთ ყველაფერი,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემაზე მსჯელობენ. როგორც „ევროპული საქართველოს“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ, რომ პროკურატურის მიმართვას თან არ ახლავს მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებაზე ნებართვას ითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა