ოთარ კახიძე - რაც არ უნდა მომხდარიყო პარლამენტის ჭიშკართან,  ეს არ ამართლებს ახალგაზრდებისთვის დათვის ტყვიებით თვალების დათხრას

დეპუტატებს შორის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურდიულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე - მორიგი დაპირისპირება ოთარ კახიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

„დღეს რომ 18 წლის მაკა გომურს, 17 წლის საბა სერგიას, 21 წლის დათო ქურდოვანიძეს თვალები აქვთ დათხრილი, ამაზე პასუხი ის არ არის, რომ ადრეც ვიღაც დასახიჩრდა. დღეს კომატოზურ მდგომარეობაში სიკვდილს ებრძვის რამდენიმე მოქალაქე. ამაზე პასუხი არ არის, რომ ადრე ხდებოდა უარესი, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

კახიძეს სიტყვა დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ შეაწყვეტინა.

„წარსულშიც „ნაცები“ იყვნენ და ახლაც „ნაცები“ არიან მანდ. ჩვენ ვმკურნალობთ, თუკი რამე რესურსი ექნება ქვეყანას, ზედ უნდა გადავყვეთ ამ ადამიანებს, რომ რაიმე პატარა პრობლემაც აღარ დარჩეთ, ეს არის ამაზე პასუხი. მაშინაც „ნაცებმა“ ქნეს და ახლაც „ნაცებმა“ გააკეთეს - ეგაა პასუხი. კონკრეტულ თემებზე პასუხს აგებს ყველა, არავიზე ხელის დაფარებას არ ვაპირებთ. „ნაციონალების“ დროს აქციაზე თვალამოთხრილ კაცს 2012 წლის შემდეგ მივეცით კომპენსაციის სახით 80 ათასი და ჩვენ ახლა თან ვყვებით და ვცდილობთ ამ უბედურებაში გახვეულ ხალხს, ვისაც დაზიანებები აქვთ, მთელი ცხოვრება თან გადავყვეთ. შეხედე რა ხდება უმრავლესობაში ხალხი გაგიჯებულია. ხალხი ისეთ ემოციურ სტრესშია რომ ვერ აზროვებენ“, - მიმართა კახიძეს მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატებს შორის კამათი აქციის დროს გამოყენებულმა ტყვიებმაც გამოიწვია. ოთარ კახიძის განცხადებით, იმ პირების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც შეიძინა ის ტყვიები.

„რაც არ უნდა მომხდარიყო პარლამენტის ჭიშკართან, ეს არ ამართლებს ახალგაზრდა გოგო- ბიჭებისთვის თვალების დათხრას დათვის ტყვიებით, მაშინ როდესაც საფრთხე აღარ იყო. არ შეიძლებოდა ამ ტყვიების გამოყენება, რადგან ადამიანის დასახიჩრებას იწვევს. ვინც სახელმწიფო გასაიდუმლოებული შესყიდვით ეს ტყვიები შეიძინა, პასუხისმგებლობაშია მისაცემი“, - განაცხადა კახიძემ რაზეც მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ ის თემის სპეკულირებას ახდენს.

„ოთო, დათვის ტყვიები რა უბედურებაა?! საიდან მოიტანეთ, რა სპეკულირება და მარაზმია?! მანიპულირებთ თემით“, - განაცხადა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს