აკაკი ზოიძე - კარგად ჩანდა, ვინ გეგმავდა შტურმს პარლამენტზე, ვინ ითხოვდა კიდევ ერთხელ მსხვერპლს და გვამებს

კარგად ჩანდა, ვინ გეგმავდა შტურმს პარლამენტზე, ვინ ითხოვდა კიდევ ერთხელ მსხვერპლს და გვამებს, - ასე მიმართავს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.

როგორც ზოიძე სოციალურ ქსელში წერს, ნიკა მელია უბრალო პროვოკატორი და შემსრულებელია, რომელიც მსხვერპლად შეწირეს.

„დანაშაულებრივი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის მინისტრს, ნიკა გვარამიას საერთოდ არ გავცემდი პასუხს მისთვის დამახასიათებელ ბინძურ საქციელზე ჩემი მისამართით, რომ არა თემა, რის გამოც უშვერი ლანძღვა-გინების კორიანტელი დააყენა ამ ყოვლად უღირსმა ადამიანმა. სწორედ შენ სინდისზეა შენი პატრონი მიშას ძალაუფლებისადმი დაუოკებელი ლტოლვისათვის 20 ივნისის ოკუპანტის წინააღმდეგ ალალი პროტესტით გულანთებული ახალგაზრდების შემართების გამოყენება, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის და დასახიჩრების ფასად. შენ და უსინდისო მიშა ხართ სწორედ პირველი დამნაშავეები და პასუხისმგებელი ამ ახალგაზრდების დათხრილ თვალებზე. მელია უბრალო პროვოკატორი და შემსრულებელია, რომელიც მსხვერპლად შეწირეთ. კარგად ჩანდა იქ ვინ გეგმავდა შტურმს პარლამენტზე, ვინ ითხოვდა კიდევ ერთხელ მსხვერპლს და გვამებს და გეტყობოდათ როგორი გაცოფებული იყავით ყველა, როდესაც ღმერთმა დაგვიფარა ჯერჯერობით და მსხვერპლი არ მოყვა თქვენს ამ პროვოკაციას. მხოლოდ შენნაირი ადამიანების ავადმყოფურ ფანტაზიას შეუძლია წარმოიდგინოს რომ არათუ მე, - არამედ ვინმე ამ მიწაზე დაბადებული, - ამ ქვეყნის შვილების პატრიოტულ შემართებას შეიძლება მაიმუნობად აღიქვამდეს. მეტიც, შენნაირ უსულო ადამიანს, ვერც წარმოუდგენია, რომ როგორც ექიმი, მართლა ორმაგად განვიცდი ამ ახალგაზრდების დაკარგულ თვალებს და ყოველ ჭრილობას“, - წერს ზოიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა