ზაალ უდუმაშვილი - ტოტალური დიქტატურა მყარდება - შეგვიძლია ხვალიდან  აბრა „საქართველო“ ჩამოვხსნათ და „ჩრდილოეთ კორეა“ დავკიდოთ

ტოტალური დიქტატურა მყარდება საქართველოში - შეგვიძლია ხვალიდან ჩამოვხსნათ აბრა „საქართველო“ და დავკიდოთ „ჩრდილოეთ კორეა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, დეპუტატები დღეს ხმას აძლევენ არა კონკრეტულად ნიკა მელიას დაკავებას, არამედ ქვეყნის მომავალს.

„უპრეცედენტო ამბავი ხდება პარლამენტში და არა იმიტომ, რომ ნიკა მელიას უხსნიან იმუნიტეტს, აქ არ არის საქმე ნიკა მელიაში. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ დეპუტატები დააჭერენ მწვანე ღილაკს, ისინი აუნთებენ მწვანეს დიქტატურას ამ ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მყარდება სრული დიქტატურა.

თუ ნიკა მელიას დააკავებენ, შემდეგ მიაკითხავენ ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია და ვინც არ იზიარებს ამ ხელისუფლების პოლიტიკას, ყველა აღმოჩნდება ციხეში“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო