პროკურორი - არ შეიძლება საპარლამენტო იმუნიტეტის გამო, დეპუტატი რიგითი მოქალაქისგან  განსხვავდებოდეს

თუ სხვა რიგითი მოქალაქე დანაშაულის ჩადენის შენთხვევაში უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ სისხლის სამართლებრივ პროცედურებს, ანალოგიური უნდა განხორციელდეს ყველა სხვა პირის მიმართ, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა თუ თანამდებობრივი მდგომარეობისა, - ამის შესახებ საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გულუაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო ბრალდება ასაბუთებს, თუ რატომ მიაჩნია მიზანშეწონილად აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენება.

„ნებისმიერი სხვა არალეგიტიმური საფუძველი, თუნდაც პოლიტიკური სიმპათიები და ა.შ. მოცემულ საკითხში უნდა იყოს არარელევანტული, რადგან არ შეიძლება პოლიტიკური თანამდებობის, საპარლამენტო იმუნიტეტის ქონის გამო დეპუტატი განსხვავდებოდეს სხვა რიგითი მოქალაქისგან. თუ სხვა რიგითი მოქალაქე დანაშაულის ჩადენის შენთხვევაში უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ სისხლის სამართლებრივ პროცედურებს, ანალოგიური უნდა განხორციელდეს ყველა სხვა პირის მიმართ, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა თუ თანამდებობრივი მდგომარეობისა“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ცნობისთვის, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემაზე მსჯელობენ. როგორც „ევროპული საქართველოს“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ, რომ პროკურატურის მიმართვას თან არ ახლავს მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებაზე ნებართვას ითხოვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო