პროკურორი - რეგლამენტი არ ითვალისწინებს, გენერალური პროკურორის მიერ წინადადების წარმოდგენისას მის დასასაბუთებლად მტკიცებულებების პარლამენტში წარმოდგენას

პროკურორ ამირან გულუაშვილის განმარტებით, პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს, რომ როდესაც გენერალური პროკურორი პარლამენტში წინადადებას წარადგენს, მის დასასაბუთებლად მტკიცებულებების წარმოდგენაც მოხდეს. ამით პროკურორმა ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტს უპასუხა იმის თაობაზე, რომ პროკურატურამ მელიას დაპატიმრების ნებართვის მოთხოვნასთან ერთად, არ წარმოადგინა, რა მტკიცებულებების საფუძველზე ითხოვს უწყება ამას. ამირან გულუაშვილის განცხადებით, მტკიცებულებებზე მსჯელობა არის სასამართლოს კომპეტენცია და პარლამენტში ამის განხილვა შესაძლოა, სასამართლოზე ზემოქმედებად ჩაითვალოს.

„დღევანდელ სხდომაზე კითხვები, რაც დეპუტატების მხრიდან დაისვა, ეხება სასამართლოს კომპეტენციას და განსჯადობას. რა მტკიცებულებებია გამოძიების მიერ მოპოვებული, რამდენად ქმნის მათი ერთობლიობა დასაბუთებულ ვარაუდს, არსებობს თუ არა მიმალვის საფრთხის რეალიზების პექრსპექტივა - ეს არის გარემოებები, რომლებიც საბოლოო ჯამში, სასამართლომ უნდა შეაფასოს. უნდა არსებობდეს მკაფიო ზღვარი, სად გადის პარლამენტის კომპეტენცია ამ საკითხის შემოწმებისას. ხომ არ ხდება პარლამენტის მიერ ისეთი ფუნქციის შეთავსება, რომელიც აპრიორი წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას. სხვა შემთხვევაში მივიღებთ, რომ ჩვენ გარკვეულწილად ზემოქმედებას ვახდენთ სასამართლოზე, ვინაიდან ვიხილავთ საკითხს, რომელიც მისი განსჯადია. შესაბამისად, ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებების დეტალური განხილვა არის სასამართლოს კომპეტენცია და ის არის ვალდებული იმსჯელოს ამაზე.

პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს, გენერალური პროკურორის მიერ წინადადების წარმოდგენისას მის დასასაბუთებლად მტკიცებულებების პარლამენტში წარმოდგენას. რეგლამენტი ასევე არ ითვალისწინებს რა პროცედურით უნდა მოხდეს ამ მტკიცებულებების განხილვა,“ - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემაზე მსჯელობენ. როგორც „ევროპული საქართველოს“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ, რომ პროკურატურის მიმართვას თან არ ახლავს მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებაზე ნებართვას ითხოვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო