დავით უსუფაშვილი - არც მიშას მოვერიდები, როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობას დავგმობ და არც ბიძინას, როდესაც მელიას დაკავების მცდელობას პოლიტიკურ მზაკვრობას დავარქმევ

არც მიშას მოვერიდები, როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობას დავგმობ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც მელიას დაკავების მცდელობას პოლიტიკურ მზაკვრობას დავარქმევ, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, მშვიდ ვითარებაში ჩატარებული პროპორციული არჩევნებით ივანიშვილი კარგავს ერთპიროვნულ ძალაუფლებას, ხოლო სააკაშვილი მას ვერ მოიპოვებს. არეულ ქვეყანაში არსებული სისტემით არჩევნების შემთხვევაში კი ან ერთი ინარჩუნებს ძალაუფლებას, ან მეორე იგდებს მას ხელში.

„ვაცხადებ, რომ მე და ჩემი კოლეგები „შენების მოძრაობიდან“ ვართ საქართველოს მოქალაქეების ის ნაწილი, რომლებსაც ვერც ერთი მათგანი ვერ დაგვაშანტაჟებს და ვერ აგვაცდენს ქვეყნის შენების სწორი გზას. არც მიშას მოვერიდები, როცა ბიძინასთან პროპორციულ არჩევნებზე ვილაპარაკებ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც აქციის დამრბევთა დასჯას მოვითხოვ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად; არც მიშას მოვერიდები, როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობას დავგმობ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც მელიას დაკავების მცდელობას პოლიტიკურ მზაკვრობას დავარქმევ.

და რაც მთავარია, ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროპული ინტეგრაციის მომხრე იმ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებთან, ვისთანაც აღნიშნულ საკითხებზე თანმხვედრი პოზიციები გვაქვს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე შეფასებით, ნიკა მელიას დაკავებით „ოცნება“ ცდილობს „სააკაშვილთან მიდენოს სრულიად ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები“, ხოლო ვითარების გამწვავებით სააკაშვილი ცდილობს არ დაუშვას პროპორციულ არჩევნებზე შეთანხმება და მიაღწიოს ჩამოშლილი „ოცნების“ პირობებში ჩატარებული არჩევნებით ძალაუფლების გაფორმებას.

„ეს არ არის ივანიშვილ-სააკაშვილის ერთობლივი გეგმა, მაგრამ ეს ნამდვილად არის მათი ინტერესების თანხვედრა", -აღნიშნა უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა