ლეონიდ სლუცკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ვერ გახდა

რუსმა დეპუტატმა ლეონიდ სლუცკიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად საჭირო ხმები ვერ მიიღო. ის ამ თანამდებობაზე კანდიდატად ჯერ კიდევ ორშაბათს დაასახელეს, თუმცა მის წინააღმდეგ ბევრი დეპუტატი გამოვიდა და ფარული კენჭისყრა დაინიშნა.

სლუცკიმ საჭირო 159 ხმიდან 101 ხმა მიიღო. საპარლამენტო ასამბლეა არ გამორიცხავს დღის მეორე ნახევარში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას, რომლის დროსაც კანდიდატს ეყოფა უბრალო უმრავლესობა, კენჭისყრა კი შეიძლება იყოს როგორც ფარული, ასევე - ღია. აღნიშნულ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია