გიორგი ვაშაძე - 20 ივნისს მომხდარმა მოვლენებმა აბსოლუტურად ყველას შოკი მოგვგვარა

20 ივნისს მომხდარმა მოვლენებმა, აბსოლუტურად ყველას შოკი მოგვგვარა, - ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ხალხის ძალის ეშინია.

„ჩვენ ვართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე. 20 ივნისს, სისხლიან ღამეს, საქართველოში რაც დატრიალდა, ამან შეძრა მთელი საზოგადოება, მთელი საქართველო, თითოეული ჩვენგანი და საქართველოს თითოეული მოქალაქე. ახალგაზრდები, უფროსი ადამიანები, პოლიტიკოსები, არაპოლიტიკოსები, ქალები, კაცები, ბავშები, აბსოლუტურად ყველას, ფაქტობრივად შოკი მოგვგვარა. რატომ?! იმიტომ რომ ბიძნა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის მებრძოლ ადამიანებს უნდა დაპირისპირებოდა რეზინის ტყვიებით, ნადირის დასახოცი ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით. ამათ როცა ვუყურებდით, ყველანი ვიყავით გაოცებული. რატომ ხდება ეს ყველაფერი?! რა მოხდა ისეთი, რომ ეს ნაბიჯი გადადგა ამ ადამიანმა და ასეთი ბრძანება მისცა სპეცრაზმელებს. მეგობრებო, ეს არის თვითგადარჩენის ინსტიქტი, რომელიც ჩაერთო იმ ადამიანს, რომელსაც ეშინია ხალხის ძალის, ამიტომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები „რაც უფრო მეტ ასეთ ნაბიჯს გადადგამენ, მით უფრო მოისწრაფებენ საკუთარ ბოლოს და უფრო სწრაფად დამთავრდება ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმი“.

მისივე თქმით, ეს ბრძოლა არ არის ერთი საათის და ერთი დღის, ეს არის ნერვების ბრძოლა.

„როცა თქვენ გხედავთ, დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით, ერთად დგომით და ქვეყნის სიყვარულით, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა