„BK Construction-ის“ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ის“ პირველმა ნაკადმა სასწავლო კურსის პირველი ეტაპი დაასრულა

BK Construction-მა, „სითი მოლის“ სამშენებლო ობიექტზე, თავისი სამშენებლო კოლეჯის, „კონსტრუქტ 2-ის“ პირველი გამოშვების სტუდენტებისთვის ობიექტებზე მიღების ცერემონია გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ m2-დან აცნობეს. ღონისძიებას BK Construction-ის, m2-ის, საქართველოს კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, რაგბის კავშირის წევრები და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

„კონსტრუქტ2“ სამშენებლო კომპანია BK Construction-ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია.

ზესტაფონში მდებარე კოლეჯში სამშენებლო მიმართულებით თერთმეტ ხელობას ასწავლიან. სასურველი პროფესიის დაუფლება, სრულიად უფასოდ, 18 წელზე უფროს ნებისმიერი ასაკის, სქესის, ფიზიკური შესაძლებლობისა თუ გამოცდილების მქონე მსურველს შეუძლია. კოლეჯის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები, BK Construction-ის სამშენებლო ობიექტებზე დასაქმდებიან.

სამშენებლო სფეროში 26-წლიანი გამოცდილების მქონე BK Construction-ის მთავარი პრიორიტეტები, ხარისხიანი მშენებლობის გარდა, დასაქმებულთა პროფესიონალიზმი, გუნდური მუშაობის უნარი და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ერთგულებაა. სწორედ არსებული მიდგომებისა და ფასეულობების გასამყარებლად და შრომით ბაზარზე დამატებით კვალიფიციური კადრების დასამატებლად შეიქმნა სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, „კონსტრუქტ2-ის“ პირველ ნაკადს პირადად მივულოცო სასწავლო კურსის პირველი ეტაპის დასრულება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე თვის წინ გახსნილი სამშენებლო კოლეჯი, თავის მხრივ, უკვე წარმოადგენს BK Construction-ის ერთგვარ ხერხემალს. ახალი ნაკადისა და ვეტერანი მშენებლების კოლაბორაცია სამომავლოდ, უფრო მასშტაბური და ხარისხიანი მშენებლობების განხორციელების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა BK Construction-ის გენერალურმა დირექტორმა და დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონების“ მმართველმა პარტნიორმა შოთა ბერეკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა