თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

რიზეს ერდოღანის სახელობის საავადმყოფოში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ავარიის შედეგად დაშავდა, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მას სახეზე ჭრილობები, დაზიანებები, მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

მათივე ცნობით, 53 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

შეგახსენებთ, რომ წუხელ, თურქეთში, ავარიის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა, ერთ-ერთმა კლინიკა უკვე დატოვა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოს საკონსულოსა და თურქული მხარის დახმარებით, გარდაცვლილთა გადმოსვენების პროცედურები დაწყებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო